სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიცირების საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანების N2 დანართით დამტკიცებული სწავლის სფეროების კლასიფიკატორში - ფართო სფერო - 04 „ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი“, ვიწრო სფერო - 041 „ბიზნესი და ადმინისტრირება“ მოხდა ცვლილება 0413 - მენეჯმენტი და ადმინისტრირების დეტალური სფეროს მეორე სვეტს (მაგისტრატურის საფეხურის სწავლის სფერო) დაემატა სპეციალობები - 0413.2.20 მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემები და 0413.2.21 - ბიზნეს-ანალიტიკა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხელმძღვანელობა გეგმავს შეიმუშაოს ერთწლიანი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამები EMBA, რომლის კურსდამთავრებულს მიენიჭება ხარისხი: აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ბიზნეს-ანალიტიკაში (Executive Master of Business Administration in Business Analytics) და აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემებში (Executive Master of Business Administration in Management Information Systems).
დარგობრივი მახასიათებლების მისამართი: https://eqe.ge/ka/page/static/1028/biznesi-administrireba-da-samartali
თარიღი:
21/11/2024